saqarTvelos mRvimeebi - WaRis mRvime

 

კარსტული გამოქვაბული გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 245 მ. მდინარე შავწყალას აუზში, სოფელ ბლაბურხვას ტერიტორიაზე.

გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ შრეებრივ კირქვებში. იწყება ვრცელი სადარბაზო შესასვლელით, საიდანაც მღვიმე ორად იტოტება. აღმოსავლეთური განშტოება ვიწრო გასასვლელებისა და პატარა დარბაზების მორიგეობით 40-45 მ-მდე ვრცელდება და იკეტება ნაღვენთებით გამოვსილი პატარა დარბაზით. უფრო განიერია ჩრდილოეთური განშტოება. მას რამდენიმე მოზრდილი დარბაზი აქვს. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მოზრდილი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ფარდები, ჰელიქტიტები, პიზოლითები; მექანიკური ნალექებიდან - ნგრევის ადგილობრივი, საკმაოდ უხვი მასალა, თიხის ნაფენები; ორგანოგენული გუანო.

ჰავა დინამიურია. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან 17°C. მღვიმე მშრალია. ბინადრობენ ობობები, კალიები, კოღოები, ღამურები და სხვ.

ჭაღის მღვიმე ადვილი გასასვლელია. არსებობს მღვიმის გეგმა და ჭრილი.